მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური"-ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის/მექანიკოსის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოფ. ფონიჭალა
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი, დასვენება კვირა;
ხელფასი: 1200 ლარიდან ზემოთ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა დანადგარების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
** მანქანა დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.