"Digital TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქუთაისში.
"Digital TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება;
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი;
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ბენეფიტები კომპანიისგან:
** ავტომობილის დაზღვევა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი;
** საწვავით უზრუნველყოფა.
სამუშაო განაკვეთი : სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (1500-2000 ლარი)
დაინტერესებულ პირებს 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge, დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება.