შპს "PM Metal" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ. დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი; დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება;
** კორესპონდენციის მართვა (შემომავალი ზარები, მეილები, ფაქსი, ფოსტით მიღებული წერილები);
** შეხვედრებზე დასწრება;
** სტუმრების დახვედრა და შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება;
** ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოვალეობები:
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა უმაღლეს დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** წერის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სისხარტე;
** პრეზენტაბელური და მოწესრიგებული;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და წერილობითი უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!