კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000-1800 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ლოჯისტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** ტექნიკური სამსახურის მართვა;
** საწყობის კონტორლი;
** ინვენტარის კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის თანამშრომლების მუშა პროცესისა და დისციპლინის კონტროლი;
** დღის განმავლობაში, ლოჯისტის განყოფილებაში, დაფიქსირებული ხარვეზების დროული და ეფექტური აღმოფხვრა;
** დაზიანებული ავტომობილებისა და მოპედებისათვის საჭირო ნაწილების განსაზღვრა;
** ლოჯისტიკის განყოფილებაში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათი გამოსწორების მიზნით, ინიციატივების წამოყენება;
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!