www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას It project-ის გუნდის ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ბიზნეს ანალიტიკოსის მთავარი მიზანია, საინტერესო პროცესებში გადაჭრას რთული ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც უახლოესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შპს "თიბისი ფეისთვის" ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება/დადგენა, ამოცანის ანალიზი, მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა, საჭირო ტექნიკური ცვლილებების დოკუმენტირება და შესრულება;
** სხვადასხვა დამკვეთისგან ფუნქციონალური/ტექნიკური მოთხოვნების მოგროვება და ანალიზი;
** ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური ამოცანების მომზადება, დოკუმენტაციების მომზადება და დიაგრამების დახატვა;
** ტესტ-ქეისების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** მიმართულების ფარგლებში სისტემის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან;
** სისტემის ახალი მოდულების დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემის მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად და მიზანმიმართულად მათი გადაჭრა;
** მიღებული შედეგის დოკუმენტირება, მომხმარებლების სახელმძღვანელოების მომზადება და ტრეინინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი - ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით.

გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** ტექნიკური დეტალების ახსნის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე;
** ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;
** პრობლემის სწრაფი და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** მონაცემთა ბაზების საფუძვლების ცოდნა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " It projects ბიზნეს ანალიტიკოსი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |