სტარტაპი "ორდერო" არის B2B მარქეთფლეისი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კლინიკებსა და მათ მომწოდებლებს. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, კლინიკური შესყიდვები გამოცდილებით, რომელიც იმუშავებს მომწოდებლების მოძიებასა და მათთან კომუნიკაციაზე.
პოზიცია: კლინიკური შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
მოვალეობები:
** მომწოდებლების მოძიება და ბაზების შექმნა;
** მომწოდებელთა პლატფორმაზე ინტეგრაციის პოლიტიკის დაგეგმვა და პროცესის ხელმძღვანელობა;
** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია;
** მომწოდებლების ბაზრის და ფასების კვლევა და ანალიზი;
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდების გადამოწმება;
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მედიცინის მიმართულებით;
** სასურველია კლინიკურ შესყიდვებზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: vacancy@caucasan.ge. Subject: "კლინიკური შესყიდვების მენეჯერი".