www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტარტაპის მენეჯერი
მომწოდებელი: სტარტაპი ორდერო
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სტარტაპი "ორდერო" არის B2B მარქეთფლეისი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კლინიკებსა და მათ მომწოდებლებს. კომპანია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც უხელმძღვანელებს სტარტაპის ყოველდღიურ ოპერაციებსა და გუნდს.

პოზიცია: სტარტაპის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

"ORDERO"-ს პლატფორმა რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს. სტარტაპ მენეჯერის მოვალეობა იქნება კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად მართოს სტარტაპის განვითარების პროცესი, ჩართული იყოს კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში და მართოს მისი გუნდი.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების და გუნდის ხელმძღვანელობა:
** პლატფორმის განვითარება და ბაზარზე შესასვლელად მომზადება;
** პლატფორმის მომხმარებელთა (კლინიკებისა და მომწოდებლების) მოძიება და ინტეგრაცია;
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** პარტნიორებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან (კლინიკების ხელმძღვანელები, შესყიდვების მენეჯერები, სადისტრიბუციო კომპანიები) კომუნიკაცია, ვიზიტები და კომპანიის წარდგენა;
** კომპანიის გუნდთან კომუნიკაცია და გუნდის ხელმძღვანელობა; გუნდური შეხვედრების ორგანიზება;
** განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების წარმოება;
** გუნდთან ერთად ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება (კლინიკის მენეჯმენტი, შესყიდვები, სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობა) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურის ცოდნა, სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაგეგმარება;
** გუნდის ხელმძღვანელობა;
** მაღალი მოტივაცია;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@caucasan.ge. Subject: "სტარტაპის მენეჯერი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |