"ავტოდეპო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები, 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც ჩვეულებრივ აგინაზღაურდებათ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დილის 9-დან საღამოს 6-მდე.
ფუნქციები:
** საწყობის ყოველდღიური მენეჯმენტი;
** შემოსული იმპორტის მიღების და დასაწყობების ფიზიკური უზრუნველყოფა;
** საწყობიდან გაყიდული პროდუქციის ყოველდღიური შეგროვება.
ვეძებთ გრძელვადიან, სანდო თანამშრომელს, რომელსაც შევუწყობთ ხელს ზრდაში და სტაჟთან ერთად გავზრდით პასუხისმგებლობასა და ანაზღაურებას.
მოთხოვნები: შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლიანობა და ზრდის სურვილი.
გთხოვთ, რეზიუმესთან ერთად, მოგვწეროთ მინიმუმ ორაბზაციანი თავისუფალი ფორმის ესე თქვენ შესახებ ან ნებისმიერ თემაზე, რაც გსურთ რომ გაგვიზიაროთ და რეზიუმეს მშრალი ინფორმაციის გარდა, დაგვეხმარება, უკეთ გაგიცნოთ.
რეზიუმე, ფოტოსურათი და ესე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@autodepot.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი