თბილისში მდებარე პრემიუმ კლასის რესტორანი "Si Certo" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
"Si Certo" - აწვდის სტუმრებს მაღალ სტანდარტებს, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
მოვალეობები:
** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა;
** შეამოწმოს პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებები;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა სტანდარტების მიხედვით მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მუდმივად მოწესრიგებულ უნიფორმას;
** კეთილსინდისიერად და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი აუცილებელია;
** სანიტარული ნორმების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სუფთად მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: sicerto.vacancy@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მზარეული".