www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

"ლოპოტა სპა რეზორტი" 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. რეზორტი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 15 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხიანი მომსახურებით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.lopotaresort.com/ge/

"ლოპოტა სპა რეზორტი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სასტუმროს მომსახურებებზე Friends and Family Rates
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ზრუნავს საკვების ყოველდღიურ მომზადებაზე და ზემდგომების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, რესტორნის მიერ დადგენილი სტანდარტისა და ხარისხის შესაბამისად.
** ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად ასრულებს უშუალო ხელმძღვანელების მითითებებსა და რეკომენდაციებს.
** პასუხისმგებელია უმცროსი მზარეულების ზედამხედველობაზე.
** უზრუნველყოფს უმაღლესი საკვების წარმოებას, მომზადებას და პრეზენტაციას.
** უზრუნველყოფს სტუმრების კმაყოფილების უმაღლეს დონეს და ხარისხს.
** ფლობს ინფორმაციას საკვების მომზადებასთან, მიღებასთან, შენახვასა და სანიტარიასთან დაკავშირებულ ყველა სტანდარტული პროცედურის შესახებ.
** ფლობს მენიუს ყველა ელემენტის, მათი რეცეპტების, მომზადების მეთოდებისა და პრეზენტაციის სტანდარტების შესახებ სრულ ინფორმაციას.
** იცავს საკვები პროდუქტის სწორ ტემპერატურაზე, სათანადოდ შენახვის სტანდარტებს.
** უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას პერსონალს შორის და ხელს უწყობს მეგობრული გარემოს შექმნას.
** პირადადაა პასუხისმგებელი ჰიგიენის, უსაფრთხოების, მოწყობილობების და ჭურჭლის სწორად გამოყენებაზე.
** პერიოდულად ამოწმებს განყოფილებაში საკვები პროდუქტების ვარგისიანობის თარიღს და შენახვის პირობებს.
** ყოველდღიურად ეწევა კონსულტაციას სუს შეფთან და აღმასრულებელ შეფ-მზარეულთან ყოველდღიური მოთხოვნების, ფუნქციების და ნებისმიერი სასწრაფო გადაწყვეტილებების თაობაზე.
** ყოველდღიურად ხელმძღვანელობს და ატრენინგებს დაქვემდებარებულებს მაღალი მოტივაციისა და ეფექტური სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
** აძლევს სხვებს მაგალითს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის მხრივ, როგორც მოვალეობის შესრულებისას, ასევე მის გარეთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სოფელი ნაფარეული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |