ლოკოკინას მწარმოებელი კომპანია "სნეილ ქეჩი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, სენაკის და ხობის რაიონებში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტების მიღების უნარები;
** საქონლისა და მასალების შენახვის ვადების და პირობების ცოდნა;
** საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
** სასაწყობო სამუშაოების ორგანიზების უნარ-ჩვევები;
** პროდუქტის განთავსებისთვის სასაწყობო სივრცის რაციონალურად გამოყენების უნარი;
** ინვენტარიზაციის უნარები;
** საკანონმდებლო ბაზისა და შრომის დაცვის მოთხოვნების ცოდნა;
** კომპიუტერული საწყობის პროგრამების გამოყენების უნარი;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** აზრის სწორად გამოხატვის უნარი;
** მუშაობის უნარ-ჩვევები სტრესულ პირობებში;
** არსებულ ვითარებაზე სწრაფი რეაგირების უნარი;
** ემოციური მდგომარეობის კონტროლის უნარი;
** აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის არსებობა;
** ადამიანებთან მუშაობისა და გუნდის თითოეული წევრისადმი მიდგომის პოვნის უნარი;
** უმაღლესი განათლება
** სისხლის სამართლის ჩანაწერის არარსებობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: ts@snailcatch.com.