ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის, კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს "Max Power" ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში. (ისნის კარფურისათვის).
ძირითადი მოვალეობები:
** მარაგებისა და სტენდების კონტროლი;
** ვადების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება;
** მაღაზიაში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მერჩენდაიზინგის მიმართულებით;
** კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება;
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ანაზღაურება - 800 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "მერჩენდაიზერი " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 6 თებერვალი, 2023 წელი