www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ყალიბის ინჟინერ-სპეციალისტი
მომწოდებელი: GTC
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ჯითისი ჯგუფი" 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

დაარსების დღიდან, "ჯითისი" ზრუნავს რეპუტაციის ამაღლებაზე და ლოიალური მომხმარებლების ზრდაზე. "ჯითისის" მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. კომპანიას აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ და ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიასთან.

პოზიცია: ყალიბის ინჟინერ-სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საყალიბე ინვენტარის ზედამხედველობა და ინსპექტირება
** რისკების დროული იდენტიფიცირება
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების საყალიბე ნახაზებთან შესაბამისობის დადგენა
** სამშენებლო ობიექტის პერსონალის ინსტრუქტაჟი,
** მშენებლობის მენეჯერისთვის კონსულტაციის გაწევა.
** შესაბამისი ინსპექტირების/შემოწმების აქტების მომზადება და ინსპექტირებული ობიექტების შესახებ ანგარიშის მომზადება,
** შესრულებული სამუშაოების, საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება.
** პროექტის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილებას მონოლითის სამუშაოების მიმართულებით
** დოკას წარმოების საყალიბე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** საყალიბე პროექტის დაგეგმვა
** კონსტრუქციული ნახაზების აღქმა.
** MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
** AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** რუსული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება საინჟინრო, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სფეროში
** ბაკალავრის დიპლომი ან სერტიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა,
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარები,
** სტრესის მართვის უნარი

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით (სახელფასო დიაპაზონი 3000-7000 ლარი)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |