კომპანია "სოლვერი" უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სისტემების სრულ სერვის მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.
კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული.
მდებარეობა: დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო სტრატეგიების განსაზღვრა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პრობლემების არსებობის შემთხვევაში მოგვარება, ასევე პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და შეგროვება;
** შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამის რგოლთან გადამისამართება და კოორდინირება;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** სერვისის მეთოდების, დირექტივებისა და პოლიტიკის განვითარება, რათა ხელი შეუწყოს ეფექტური მომსახურების შეთავაზებას;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად წარმართვა;
** ინვოისების მომზადება და გადაგზავნა, ასევე რეალიზაციების გაკეთება საოპერაციო ჯგუფთან ერთად;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "სოლვერი"-ს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.