www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

"ლოპოტა სპა რეზორტი" 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. რეზორტი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 15 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხიანი მომსახურებით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.lopotaresort.com/ge/

"ლოპოტა სპა რეზორტი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სასტუმროს მომსახურებებზე Friends and Family Rates
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება.
** განყოფილების მართვა, ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა (Commis/ახალი CDP-ის ან პრაქტიკანტისთვის).
** მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა.
** ამოწმებს სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმებს HACCP-ის მოთხოვნების მიხედვით.
** მოეთხოვება უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო პროცედურების ცოდნა.
** ევალება კონკრეტულ განყოფილებაში და მთლიანად სამზარეულოში მომხდარი ყველა უბედური შემთხვევის თუ ინციდენტის მოხსენება და გამოკვლევა.
** სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება.
** განყოფილების მართვა, ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა (Commis/ახალი CDP-ის ან პრაქტიკანტისთვის).
** სამზარეულოს ტექნიკის წესებისამებრ გამოყენება.
** განყოფილებაში დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
** ტრენინგების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში დასწრება.
** შედგენილი გრაფიკის, ყოველდღიური დაგეგმარების, სასტუმროს წესებისა და რეგულაციების პატივისცემა.
** სასტუმროს სამზარეულო ორგანიზაციის სტანდარტების დაცვა.
** Sous Chef-ის ან Executive Sous Chef-ის დახმარება შესყიდვების მიმართულებით.
** უნიფორმის წესრიგში შენარჩუნება.
** დავალებების შესრულება და მათი ვადებში გაწერა.
** მენიუს დაგეგმარება Sous Chef-თან კონსულტაციით.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სოფელი ნაფარეული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |