www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:

** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1200-1500 (NET) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზარზე არსებული ყველა პოტენციური სუბ-დილერის მოძიება, მათი დეტალური შესწავლა;
** პარტნიორობის პირობების შესაბამისი გარიგებების დადება, გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და საწყობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილზე ვიზიტების განხორციელება გეგმიურად და არაგეგმიურად;
** სუბ-დილერებისგან ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების მონიტორინგი;
** სუბ-დილერების გეგმების შესრულების მონიტორინგი და მათი მხარდაჭერა ამ გეგმის შესრულებაში;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
** გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
** სამუშაო გამოცდილება ქსელური გაყიდვების აწყობისა და მომარაგების მართვის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** მართვის მოწმობა, B კატეგორია (სასურველია საკუთარი ავტომობილი).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** კონკურენტული საბონუსე სისტემა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სუბ-დილერების ქსელის კოორდინატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |