შპს "AWARD" აცხადებს ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქ. N2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800 ლარი + დანამატი
მოვალეობები:
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური აღწერა, დასურათება და ანგარიშების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის მონიტორინგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოცულობებთან შედარება;
** პერიოდული შესრულებების ფორმა 2-ის წარსადგენად ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიწოდება ტექნიკური სამსახურისთვის;
** გეგმა-გრაფიკის კონტროლი და შესრულება;
** შესრულებისთვის საჭირო თანმდევი დოკუმენტების ორგანიზება და მიწოდება ტექნიკური სამსახურისთვის;
პროფესიული მოთხოვნები:
** მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფორმა 2-ების და ფორმა 3-ების მომზადების პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა (MS Office);
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.esebua@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/02/2023.
გისურვებთ წარმატებას!