კომპანია "4Dealer" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"4Dealer" ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, როგორებიცაა ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსია. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება საოფისე სივრცეში;
** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და ფორმირება;
** გაყიდვისა და ჩაბარების სრული ციკლის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება);
** ავტომობილების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
** გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი:
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის 32
განაკვეთი: სრული
პირობები:
** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 1 წელი; გამოსაცდელი პერიოდი: ორი თვე.
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV: hr@4dealer.ge არაუგვიანეს 2023 წლის 11 თებერვლისა.