www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: გლობუსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "გლობუსი" აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი, ოზურგეთი, გორი, ზესტაფონი, ბათუმი.

"გლობუსი" არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პრობლემური პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კონტაქტი (უშუალო და სატელეფონო კონტაქტი);
** ფინანსური პორტფელის მართვა და ანალიზი;
** კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

სტანდარტული 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი: 09:30 - დან 18:30 -მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში და თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge.

"Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |