ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი +" 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
"ფარმაცევტული სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 700-850 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1NSDffd7jrUS3Pma7pBn65UaIJMsCYdc6cqhS7zndO-g/edit
კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.