"ქართული კაკალი" არის კაკლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან. შპს "ქართული კაკალი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
დირექტორის ასისტენტის მოვალეობები:
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** იმეილით კომუნიკაცია და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** ყოველდღიური საქმის დაგეგმვა და ორგანიზება;
** დირექტორის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება, რაც შეიძლება შედიოდეს ასისტენტის მოვალეობაში;
აუცილებელი მოთხოვნები:
** MS office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მათ შორის ტელეფონითა და ელფოსტის მეშვეობით.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info.georgianwalnut@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, არ განიხილება თქვენი რეზიუმე.