"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობის დალაგება/აღწერის პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** ფილიალის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.