"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 18:30-მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი (net) (განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვითაც)
ძირითადი ფუნქციები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - B1 დონე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.