შპს "ჯორჯიან ქონქრით ქლაბ" წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიას.
შპს "ჯორჯიან ქონქრით ქლაბ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი)
** სამუშაო ადგილი: საგურამო, ბათუმი
** ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;)
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint);
** დახასიათება/რეკომენდაცია წინა სამსახურიდან
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** მომწოდებლების ბაზების შედგენა და მუდმივად განახლება;
** მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და კოორდინაცია (ყველა საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის წარმოება);
** კომპანიაში არსებული მასალების შესწავლა;
** მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სარეკომენდაციო წერილი მეილზე info@geoconcrete.ge (მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და მდებარეობა).
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან ქონქრით ქლაბ - LLC Georgian Concrete Club"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!