ფარმაცევტული კომპანია "SAF FARMA" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი).
სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო აღწერილობა:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სტუდენტები ნუ გამოგვეხმაურებით) სასურველია ფოტოსურათით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: saf.farma@yahoo.com და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი.