www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სასტუმრო - რესტორანი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური დავალებების შესრულება;
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
** ინსტრუმენტების სწორად გამოყენება და დაფასოება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს სტანდარტულ საოპერაციო პროცედურების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 59 22 77. კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სასტუმრო "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |