www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი ინოვა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სამედიცინო ცენტრი "ინოვა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შეს. #6 (სანდრო ეულის ქ.)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: პირველი სამი თვე 500 ლარი, შემდეგ 600 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |