"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის (ER) რეგისტრატორის პოზიციაზე.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა;
** სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად;
** ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება;
** სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო; კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება .
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.