www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების, ოპერაციების წარმოება და კორექტირება საბუღალტრო პროგრამაში;
** ფინანსური, სტატისტიკური და საგადასახადო ანგარიშგებების (დეკლარაციების) ფორმების მომზადება დადგენილ ვადებში და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** მივლინებების აღრიცხვა/დამუშავება და შესაბამისი საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
** საწვავის ხარჯის განსაზღვრა, ნაშთების კონტროლი;
** კომპანიასთან ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
** სავალუტო ანგარიშების გადაფასება და სალაროს კონტროლი ანგარიშებთან შესაბამისობაში;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამასთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე)
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 თებერვალი, 2023 წ

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |