შპს "გლობუსი" აცხადებს ვაკანსიას ლეგალ წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 500 ლარი (დარიცხული) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
** აღსრულების ეტაპზე არსებული საქმის წარმოება, კომუნიკაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან, საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია და გადახდების კონტროლი;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი, მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი.
აუცილებელი ცოდნა:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel).
უნარები:
** პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.