www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

შპს "AWARD" აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500 ლარი

მოვალეობები:

** საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება;
** შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის წარმოება, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება (ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები);
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება, კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
** დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ნებისმიერ ოპერაციაში უშუალო ჩართვა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე;

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Oris);
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.esebua@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/02/2023.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |