www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაწყებითი საფეხურის დამრიგებლის ასისტენტი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"მწვანე სკოლის" დიდი დიღმის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

შერჩეული აპლიკანტები გადამზადებისა და განვლილი პრაქტიკის შემდგომ დასაქმდებიან დაწყებითი საფეხურის პედაგოგის პოზიციაზე სრული განაკვეთით.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული ან განათლების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საგაკვეთილო პროცესის ასისტირება;
** მოსწავლეების სამეცადინო საათის დაორგანიზება;
** მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenschool.org.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |