www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს გთავაზობთ ორ განახლებულ ფიტნეს ცენტრს ორთაჭალის და გლდანის ლოკაციებზე. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვით, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება. არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - მოლარე/ადმინისტრატორებს.

მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორი წარმოება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე;
** გამართული მეტყველება.
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების პასუხისმგებლობით შესრულება;

გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს
** ჯანსაღ გარემოს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა.

გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hrreform22@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ფილიალი (ორთაჭალა ან გლდანი).

CV-ის მიღების ბოლო ვადა - 12 თებერვლამდე.

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |