www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: SKA Juice Bar
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"სკა ჯუს ბარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** ცვლის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.

საჭირო უნარები:

** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი:

დღის ცვლა: 07:00-15:00; 15:00-23:00
ღამის ცვლა: 23:00-07:00

ბენეფიტები:

** მეგობრული სამუშაო გარემო;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი, 8 საათიანი ცვლები. სწავლის და მუშაობის შეთავსება;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: tatia@skagroup.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 579 039636

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/skajuicebar
https://www.instagram.com/ska_juicebar/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |