www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"თეგეტას" გუნდში, ხარისხის მართვის დეპარტამენტში ადმინისტრაციულ ასისტენტს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონიტორინგის გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისი მიმართულების მიხედვით დახარისხება;
** მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა და პრეზენტაციის მომზადება;
** კომპანიის ფილიალების შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო უფროსისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=616

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |