შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს დღის ცვლის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: 9:00 საათიდან 19:00 საათამდე, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება ხელზე ასაღები: 850 ლარიდან + ბონუსები გეგმებიდან, წლიური პრემირების სისტემა + სამედიცინო დაზღვევა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
უნივერსალური მოლარე-ოპერატორის მოვალეობები:
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხების გაცემა;
** ფულადი გზავნილების, კონვერტაციების განხორციელება;
** კომუნალური გადახდების შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge. მიიღება მხოლოდ http://smartfin.ge/index.php/ka/career-ka ბმულიდან გადმოწერილი ანკეტის ფორმა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.