"ქართული კაკალი" არის კაკლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან და ფლობს კაკლის ბაღებს თბილისთან ახლომდებარე ქალაქებში.
ვეძებთ ახალგაზრდა განვითარების სურვილის მქონე აგრონომს, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება კომპანიის აგრომიმართულების განვითარებაში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
** სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების სურვილი;
** სამუშაოების გეგმის შედგენის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევები;
** კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი-ჩვევები;
** ჰქონდეს სიახლეების შემეცნების სურვილი;
** სასურველია პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2);
** სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლება ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
პროფესიული განვითარების მიზნით აგრონომს ექნება ხშირი კონტაქტი და შეხვედრები უცხოელ აგრონომებთან.
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 800-1200 ლარი (ზრდის პერსპექტივით).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info.georgianwalnut@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "აგრონომი", წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.