www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანხის მიღება/გაცემა კომპანიაში მოქმედი წესების მოთხოვნათა დაცვით;
** პროგრამაში ტრანზაქციების სრულყოფილად ასახვა კომპანიაში მოქმედი პროცედურების შესაბამისად;
** სალაროს დღიური საბუთების წარმოება და შენახვა კომპანიაში მოქმედი პროცედურების შესაბამისად;
** დღის მანძილზე სალაროში არსებული თანხის ლიმიტების კონტროლი და საჭიროებისას შესაბამისი რეაგირება;
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსები;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საქმისწარმოების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ძირითადი კანონების ცოდნა ფინანსურ სფეროსთან მიმართებაში.

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით)
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახავს კომპანიის ბაზაში 2 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |