www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

ტოიოტა ცენტრ ბათუმში მითერს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=618

გვჭირდება მითერი, რომელსაც აქვს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

რას აკეთებს მითერი?

** შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** ოფისში შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის შესაბამის პირთან გადამისამართება;
** რეგიონული წარმომადგენლების მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა სატელეფონო ან იმეილ-კომუნიკაციისას;
** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
** შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება;
** ავტომობილებთან განთავსებულ სტენდებზე ინფორმაციის განახლება და სიზუსტის გადამოწმება, ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;

სასურველია: მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და თეგეტას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |