მინის საწარმო შპს "გლას სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10 საათიდან 18 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები:
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამაში ასახვა;
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/კონტროლი (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები და ანგ.ფაქტურები).
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების კონტროლი;
** ხელფასების დათვლა და ჩარიცხვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** სასურველია პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატორობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ order@glassservice.ge მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!