შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის კონტროლიორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** დავალიანების მქონე აბონენტებისათვის გაზით მომარაგების შეწყვეტა და მათი შემდგომი ზედამხედველობა;
** დავალიანების გამო გათიშული აბონენტების მონიტორინგი;
** გაზმომარაგების დადგენილ ვადებში აღდგენა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დაფარეს არსებული დავალიანება;
** გაზის მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის ელექტრონულ საშუალებებში;
** რეგისტრირებული აბონენტების მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და მათი დადგენილი წესით გადაცემა;
** სამოქმედო არეალში, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტების გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!