შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
** გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მფლობელობაში არსებული გაზსადენი ქსელის სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
** ქ. თბილისის სამოქმედო არეალში გაზმომარაგების ობიექტების ტექნიკური, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და ტექნიკური პირობის შემოწმება;
** ახალაშენებული და გაზიფიცირებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესრულებული სამუშაოების აქტებთან (ფორმა N2) შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;
** სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ფორმა N2-ის შემოწმება და მიღება-ჩაბარების მომზადების მიზნით წარდგენა;
** შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ხარვეზის დადგენა და მართვა.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!