შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას N33
ამბულატორიული განყოფილების მითერი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** პაციენტისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** პაციენტების სწრაფი და თავაზიანი მომსახურება.
მოთხოვნები:
** დადებითი დამოკიდებულების მქონე პიროვნული უნარ - ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** ქართულად გამართული მეტყველება;
** სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ასაკი: 20-30 წელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tocenter.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვალი.