შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გეოსაინფორმაციო სისტემებისა და გეოდეზიის სამსახურის CAD-ის სპეციალისტი თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება;
** გეოდეზიურ საქმიანობაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ტოპო გეგმების მომზადების გამოცდილება;
** GIS მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მფლობელობაში რიცხული ქსელისა და ინფრასტრუქტრურასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება;
** ნახაზების შედგენა, აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** მონაცემთა ბაზის განახლება/მართვა;
** კანცელარიის პროგრამით სხვადასხვა ტიპის განცხადების მიღება/დამუშავება
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
** Microsoft OFFICE
** GIS
** AUTOCAD
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!