"აქსის თაუერსი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.
პოზიცია: უმცროსი იურისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00, 1 საათი შესვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ბრძანებები, განცხადებები და ა.შ.) მომზადება;
** სასამართლოებში საქმის წარმოებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივება;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის თანამშრომლებისთვის;
** სამართლებრივი დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტების მომზადება;
** იურიდიული დეპარტამენტის საჭიროებებიდან გამომდინარე პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ან/და საერთო სპეციალიზაციით.
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, ანალიტიკური აზროვნება და მოქნილობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2023 წლის 20 თებერვლისა.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ.