www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" 1990 წელს "თიბისი ჯგუფის" მიერ დაარსდა და 1998 წლიდან დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. დღეს "სუპერს" ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

"სუპერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კონსულტანტის თანამდებობაზე.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (იმუშავებთ თქვენ საცხოვრებელ ადგილთან უახლოესი ფილიალში)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 850 ლარი (ხელზე ასაღები თანხა); 950 ლარი (ხელზე ასაღები თანხა 1 წლის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება წინასწარ განსაზღვრული წესით;
** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სერვისულობა;
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული ზრდის დიდ და რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ გსურს შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და გქონდეთ პროფესიული განვითარების დიდი შესაძლებლობა 12 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/AmbtKLm9gZ3tUrFK9

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - კონსულტანტი;

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577 021 010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |