"თეგეტას" გუნდში ვეძებთ სტაჟიორს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვაკანსიას აცხადებს "თეგეტა მოტორსის" შვილობილო კომპანია "ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია".
ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება.
უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
მოთხოვნები: გაყიდვების მიმართულებით მცირე გამოცდილება
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=621.