შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის პროექტების შესწავლის და ნებართვების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** შესრულებული საპროექტო სამუშაოების პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ელექტრონული ბაზების წარმოება;
** დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება.
** საპროექტო სამუშაოების კალკულაციის შედგენა;
** პროექტების ხარჯთაღრიცხვებში შეტანილი მოცულობების სისწორის კონტროლი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!