www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი + 200 ლარი ავტომობილის ცვეთისთვის
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქებისთვის/ფილიალებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
** ზედნადებების კონტროლი და ხელმოწერილი საბუთების მიწოდება შესაბამისი პირისთვის;
** კერძო მისამართებზე შეკვეთების მიწოდება და პროდუქციის მორგება საჭიროების შემთხვევაში;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან სხვა და სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო/სადისტრიბუციო სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** მინიმუმ 3 წლიანი მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს პირად ავტომობილს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "დისტრიბუტორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |