www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და ბათუმში: "ოტიუმი" "მეტეხის ჩრდილში" "პურის სახლი" "მასპინძელო" "მასპინძელო ექსპრესი" "მასპინძელო ექსპრესი ბათუმი"

m|group-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.mgroup.ge

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული ქართული რესტორნებისთვის "პურის სახლი" და "მასპინძელო" აცხადებს მზარეულის (მიმართულება ცხელი კერძები) ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის #7
სამუშაო განაკვეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები, კვირაში 2 დღე დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში არსებული/შემავალი კერძების შეთანხმებული ტექნოლოგიის და სტანდარტის მიხედვით მომზადება
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია განათლება კულინარიის სფეროში
** სამუშაო გამოცდილება ცხელი კერძების მიმართულებით
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სწრაფად რეაგირების უნარი
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
** კარიერულ ზრდას
** მზარდ შრომით ანაზღაურებას
** "ფიტპასი"-ს და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მზარეული", ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577273028

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |